ნინო ლომჯარიას და ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა

17 ნოემბერი 2022, 19:29 530 ნახვა

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ  საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ლონდა თოლორაიას თანამდებობიდან ვადამდე უპირობოდ  გათავისუფლება ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებისა და კომპენსაციის გაცემის გარეშე  არაკონსტიტუციურია. საქმე ეხება სადავო ნორმას, რომლის მიხედვითაც 1 მარტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილები კი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში