კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მომზადება გაიარეს

19 ნოემბერი 2022, 14:20 295 ნახვა

საბრძოლო მომზადება  საერთო საჯარისო ცენტრში. საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მასპინძლობდა.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი