უკრაინელი ბავშვები ქართულ ენას სწავლობენ

20 ნოემბერი 2022, 14:43 508 ნახვა

ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის ქართული ენის შემსწავლელი ღია გაკვეთილი გაიმართა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ღონისძიებაზე მოსწავლეები ცნობილი ქართველი მოღვაწეების ისტორიასა და შემოქმედებას გაეცნენ.  

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 2022 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს „ომით დაზარალებული უკრაინელების ინტეგრაცია ადგილობრივ თემში“, რომლის ფარგლებშიც სოციალური და კულტურული ღონისძიებები, არტ-თერაპიის და ქართული ენის კურსები ტარდება.  

პროექტის ფარგლებში ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი “ენის ამერიკულ ცენტრთან თანამშრომლობით” უკრაინელებს სთავაზობს ქართული ენის  უფასო  ოთხთვიან კურსებს.

ამჟამად ქართული ენას  50 ომით დაზარალებული უკრაინელი ეუფლება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში