ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მადრიდში

21 ნოემბერი 2022, 11:00 418 ნახვა

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტს სესიაზე დღეს კენჭს უყრიან. პოსტ მადრიდის სამიტი, ,,გამოწვევები ახალ სტრატეგიულ ერაში’’ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში ინტეგრაციისკენ.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ალიანსის 68-ე საპარლამენტო ასამბლეას ესწრება საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია.

როგორც, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ნატოსთვის საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავიზღვისპირეთში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში