ვალერიან მოქერიას ვარსკვლავი 

21 ნოემბერი 2022, 14:30 1471 ნახვა

ბათუმის საპატიო მოქალაქეს, დიპლომატს, ხელოვანს და საზოგადო მოღვაწეს ვალერიან მოქერიას ბათუმში ვარსკვლავი გაუხსნეს.  ვარსკვლავი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, მისი საავტორო სკულპტურის მიმდებარედ გაიხსნა.

ვალერიან მოქერია წლების განმავლობაში ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას, იყო ყაზახეთის საპატიო კონსული ბათუმში.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.   

აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა კავშირმა კი ვალერი მოქერიას ცეკვის რაინდის წოდება მიანიჭა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში