დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის გაშუქება“ - ამ თემაზე ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის სემინარი ჩატარდა ComCom-ის მედიასკოლაში.
შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის გენერალური დირექტორი, დიპლომატი კახა სიხარულიძე უძღვებოდა.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ მუშაობს დიპლომატია პრაქტიკაში, რას გულისხმობს დიპლომატიის ენა და როგორ გავიგოთ პროტოკოლური ფორმულირებები.
