საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მინისტრმა საბჭოს წევრებს ინკლუზიური განათლების სერვისების დახვეწისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება, რაც შესაძლებლობას მისცემს მის წევრებს, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები განიხილონ, ასევე სერვისების განვითარების დინამიკა შეაფასონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.
