ახალი საფეხბურთო მოედანი შუახევში

28 ნოემბერი 2022, 14:43 1054 ნახვა

შუახევში 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულდა. აშენდა ერთსართულიანი შენობა გასახდელებისა და საშხაპეებისთვის. 

დაიგო და დაიხაზა ფიფას სტანდარტების ხელოვნური საფარი. სპორტული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც. 

სტადიონის მშენებლობისთვის 2 მილიონ 19 ათას 998 ლარი დაიხარჯა და სამუშაოები „შპს გლობალ სტანდარტ - მშენმა“ შეასრულა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში