ბირთვულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება დაუშვებელია - ლავროვი

01 დეკემბერი 2022, 11:07 405 ნახვა

ბირთვულ ძალებს შორის რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც ის მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღს მოიცავდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში საგანმანათლებლო პროგრამის „დიალოგი მომავლისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლავროვის ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის მთავარი დიპლომატის თქმით,  დასავლეთი უბიძგებს უკრაინას, განაგრძოს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. "აუცილებელია ბირთვულ ძალებს შორის სამხედრო შეტაკების თავიდან აცილება, თუნდაც ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. ესკალაცია შეიძლება გახდეს უკონტროლო" - განაცხადა ლავროვმა.

დასავლეთის ქვეყნებმა, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერა  გაუწიეს უკრაინას. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ  ნატო კონფლიქტის მხარედ იქცა, თუმცა ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილების მნიშვნელობას. უკრაინა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას,  რაც შორეულ პერსპექტივად რჩება.

რუსეთი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს უკრაინის ნატო-ს ამბიციები და ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო შეჭრის  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში