პაველ ჰერჩინსკის განცხადება

01 დეკემბერი 2022, 17:29 492 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიესალმება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მიდის. დიპლომატს იმედი აქვს , რომ   საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს, რომლებსაც ელჩის თქმით, ქართული მხარე გაითვალისწინებს.   პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ  ევროპელი პარტნიორები ელოდებიან, რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პროგრესს. ელჩი  სთხოვს  ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ  პროცესი იყოს ინკლუზიური და ღიაა როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობოებისთვის.მიმართვას ოპოზიციას , რომ  ჩაერთონ სამუშაოებში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში