უკრაინაში 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს - პრემიერი

05 დეკემბერი 2022, 14:03 467 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს...

კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში. მინდა, განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით. ჩართული იყვნენ უშუალოდ საელჩოები, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება და ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, იქნებოდა ეს აგვისტოს ომი, აფხაზეთის, თუ სამაჩაბლოს ომი. ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად აღნიშნული და სამხედრო პატივით დაკრძალული. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში