არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა - პრემიერი

05 დეკემბერი 2022, 14:44 350 ნახვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება.

„ჩვენი მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს, 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ გადასამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ. ეს კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში