მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

05 დეკემბერი 2022, 14:05 471 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს  აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა.

ზურაბ ჩხაიძე  პროგნოზს ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ შეფასდა ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  

განმარტავს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ობიექტურად შეაფასებენ და ყველა მონაცემი ობიექტური იქნება. მან ტოქსიკოლოგიურ კვლევაზეც გააკეთა განმარტება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში