„ძლიერი საქართველო - ლელოს “ განცხადება

18 ნოემბერი 2025, 11:46 91 ნახვა

პოლიტიკური პარტია  „ძლიერი საქართველო-ლელო „ განცხადებას ავრცელებს, რითაც  არაბული ინვესტიციის ანაკლიის პორტის პროექტთან შედარებას ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ანაკლიის პროექტი, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან და მეორე მხრივ კერძო დეველოპერთან გაფორმებული პროექტი, რომელიც კითხვებს და რისკებს აჩენს ამავე ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით.
განცხადებაში შედარებებია მოყვანილი ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ ანაკლიის შემთხვევაში კონტრაქტი ეკონომიკის სამინისტროსთან ფრომდებოდა, ახალ პროეტზე კი პროცესი ბუნდოვანია.
პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა, რომ „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არის სპეკულაციები, რადგან საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება და ზუსტად იგივე წესით იყო თავის დროზე ინფრომაცია დაცული  ანაკლიის პორთან დაკავშრებითაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში