ირაკლი კობახიძის განცხადება არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე

18 ნოემბერი 2025, 11:47 115 ნახვა

 პრემიერ-მინისტრმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა, რომ ემიგრანტების საარჩევნო პროცესში მონაწილეობა თანასწორობის პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს.
მისი განმარტებით 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტებს ამაზე წუხილი არასოდეს გამოუთქვამთ. ასევე მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის თუნცად ერთი დღით სამშობლოში ჩამოსვლა და არჩევანის ამ გზით დაფიქსირება ამომრჩეველს მეტად ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებინებს. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, არჩევნები იქ უნდა ტარდებოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში