მთავრობა უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური და სხვა ტიპის კურორტების გაყიდვას გეგმავს

05 დეკემბერი 2022, 15:10 533 ნახვა

პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.

„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უფრო დეტალურად გვექნება პრეზენტაცია. უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის, ბალნეოლოგიური კურორტები,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დაიწყება ყველაზე პოპულარული ადგილების - ბორჯომის, ბაკურიანის, ყაზბეგის, მესტიის, წყალტუბოს, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის სრული რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, განხორციელდება საინტერესო პროექტები მანგლისი-სიონის და ომალოს მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში