სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება - რატი ბრეგაძე

05 დეკემბერი 2022, 16:58 243 ნახვა

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანი უფასო გახდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ახალ პენიტენციურ კოდექსში იქნება ასახული.

"იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში მოხდება. ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვანებს, არასრულწლოვანებს კი 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში