საარჩევნო კოდექსი

05 დეკემბერი 2022, 18:28 192 ნახვა

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პოზიტიური შეფასებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. დეტალურად განვიხილავთ დოკუმენტში ასახულ თითოეულ რეკომენდაციას და მეორე მოსმენისთვის წარვადგენთ შესაბამის ცვლილებებს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასკვნის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდევია 15 დეკემბრის სხდომაზე, ხოლო მმართველი გუნდი ცვლილებებს სამივე მოსმენით დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში