ტერორის შეჩერება საერთო ამოცანაა - ზელენსკი

06 დეკემბერი 2022, 10:55 395 ნახვა

რუსული ტერორი მეზობელ სახელმწიფოებზეც მოქმედებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონს. 

ზელენსკის თქმით, რუსებმა ღამით ჯამში 70 რაკეტა ისროლეს, თუმცა მათი უმრავლესობის ჩამოგდება ანტისაჰაერო სისტემებმა მოახერხეს, ამის  მიუხედავად, არის მსხვერპლი.

რუსულ იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში