შეხვედრა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან

06 დეკემბერი 2022, 18:20 369 ნახვა

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში ოპოზიციას და უმრავლესობას შეხვდნენ. აუდიენცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ინდივიდუალურად შედგა. როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ შეთავაზებული 12 პუნქტი და რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო. მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინეს და ინფორმაციებიც გაცვალეს. ოპოზიცია შეხვედრის შემდეგ აღნიშნავს, რომ თუ არსებულ გზას გააგრძელებს ხელისუფლება, ნაკლები შანსია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. უმრავლესობის განცხადებით ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებას გეგმის მიხედვით აგრძელებს და 12 პუნქტიანი გეგმიდან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში