რომან დოლიძე რეიტინგში დაწინაურდა

07 დეკემბერი 2022, 10:11 356 ნახვა

როგორც მოსალოდნელი იყო, რომან დოლიძე UFC-ის განახლებულ რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და საშუალო წონაში მე-8 პოზიციაზე გადავიდა. დოლიძემ  ბოლო ბრძოლაში ნორვეგიელი ჯეკ ჰერმანსონი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და მე-20 პოზიციიდან სარეიტინგო ცხრილში მერვე ადგილზე აინაცვლა. 

ქართველი მებრძოლის წინ რეიტინგში UFC-ის ვარსკვლავები არიან; შონ სტირკლენდი და პაულო კოსტა. მე-5 პოზიციაზე დერეკ ბრანსონი გახლავთ, რომელთანაც ჯეკ ჰერმანსონს უნდა ეჩხუბა.

ახლა არის შანსი, რომ 38 წლის ამერიკელს არა ნორვეგიელი, არამედ დოლიძე დაუპირისპირდეს და მისი დამარცხების შემთხვევაში რომანი ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტი გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში