ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საოჯახო ანსამბლების კონკურსის ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით უკვე მეორე წელია საოჯახო ანსამბლების კონკურსს მართავს. წელს კონკურსში მონაწილეობას 26 საოჯახო ანსამბლი იღებდა.