ახალგაზრდული ფორუმის დახურვა

14 დეკემბერი 2022, 14:25 656 ნახვა

ახალგაზრდული  ფორუმი დასრულდა.  ,,წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე’’  დაჯილდოვდნენ   მონაწილეები , რომლებიც   მერიის ახალგაზრდული პროგრამებში   აქტიურად იყვნენ ჩართულები.  მადლობის სიგელი გადაეცათ ,, ახალგაზრდულ ცენტრის’’   კლუბების მოდერატორებს

ორდღიან  ფორუმში 14-დან 29 წლამდე ასაკის,   ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები   მონაწილეობდნენ.   ისინი   ახალგაზრდების  წინაშე არსებულ  გამოწვევებსა და  მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ. 

გარდა ამისა,  ექსპერტებთან   ერთად  ისეთი თემები განიხილეს  როგორებიცაა:   გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა,  ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე  ინფორმირებულობა და უნარების გაძლიერება,   ახალგაზრდულ სივრცეებზე ხელშეწყობის გაზრდა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში