სპეციალისტები „ვოქსში“ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ

19 დეკემბერი 2022, 19:38 867 ნახვა

წუხანდელი ხანძრის შედეგად, ბათუმში სრულად დაიწვა ე.წ. რესტორანი „ვოქსი“. ჯერჯერობთ უცნობია ზარალის ოდენობა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია კიდევ ორი ბინა და დაზიანებულია ასევე რამდენიმე საცხოვრებელი. რესტორანი სადაც ხანძარი გაჩნდა, ბოლო ერთი თვეა არ ფუნქციონირებდა. მეპატრონეების ინფორმაციით, ობიექტი რუსეთის მოქალაქეს აქვს იჯარით აღებული და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში