პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია

22 დეკემბერი 2022, 13:31 486 ნახვა

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა. ომბუდსმენის თანამდებობაზე წარდგენილი 19 კანდიდატიდან დასამტკიცებლად საჭირო 90 ხმა ვერცერთმა ვერ მიიღო.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში