12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით შესრულდა - პრემიერი

27 დეკემბერი 2022, 14:20 434 ნახვა

12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა პარლამენტის მიერ, მთავრობის და ჩვენი, ყველას ჩართულობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე ძალიან რთული წარმოსადგენი იყო.

„მინდა, შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტლება, ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეჭნია სტატუსი. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვაყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და ჩვენი ჩართულობით. ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ, იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში