ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა - ლაშა ხუციშვილი

09 იანვარი 2023, 16:16 905 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელის შეინარჩუნებს.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ინფლაციამ შემცირება დაიწყო, დეკემბრის თვეში კი, ინფლაციის მაჩვენებელი 9.8% იყო.

"2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სოციალური მიმართულების პროგრამა, რაც აქამდე არსებობდა, შენარჩუნებულია.

მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ინფლაციამაც დაიწყო შემცირება. დეკემბერში 9.8% ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში