ახალი ექსპოზიცია აჭარის ხელოვნების მუზეუმში

10 იანვარი 2023, 17:26 852 ნახვა

მე-19 – მე-20 საუკუნეების უცხოელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების განახლებული  გამოფენა გაიხსნა დღეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში.

გამოფენაზე  წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ფერწერული და გრაფიკული ნიმუშები. ნახატები, რომლებიც მხარეთმცოდნეობისა და ხელოვნების მუზეუმების ფონდებშია დაცული.

მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე  დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ივან აივაზოვსკის, რიჰარდ ზომერის და სხვა ქართველი თუ უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.

2023 წლის პირველი გამოფენა ხელოვნების მუზეუმში დღეს საზეიმოდ გაიხსნა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში