საპროტესტო აქცია მახინჯაურში

10 იანვარი 2023, 17:26 839 ნახვა

მახინჯაურში ბათუმის შემოვლითი გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო ხმაურს აპროტესტებს. მათი თქმით, გზის მშენებლობა მიმდინარეობს არასამუშაო საათებში, დილის ხუთი საათიდან გვიან ღამემდე, ხდება აფეთქებები და მძიმე ტექნიკის მუშაობა.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას მიმართა. მათი თქმით, სამშენებლო კომპანია გააფრთხილეს, რომ ხმაურის ნორმები დაეცვა, თუმცა ეს გაფრთხილება არ სრულდება.

სამშენებლო კომპანია „ფოლათში“ გვითხრეს, რომ საქართველოს საგზაო დეპარტამენტისთვის მიგვემართა, სადაც ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში