კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

26 იანვარი 2023, 14:40 471 ნახვა

კრწანისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი  აშენდება.  42 ჰექტარ ტერიტორიაზე  400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით  აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი.

თავდაცვის სამინისტრო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარს დახარჯავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში