ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

30 იანვარი 2023, 14:25 342 ნახვა

წლის პირველი საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში. საკანონმდებლო  ორგანოში დეპუტატებმა სოციალურ,  ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის ზაზა დიასამიძემ თქვა, რომ სოციალური სახლის ტექნიკური ზედამხედველობის შესაძენად მუნიციპალიტეტი 4 მილიონ ლარს დახარჯავს, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ კი ბაღის ინვენტარით აღჭურვა მოხდება, რისთვისაც 147 ათასი ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტში  განცხადება ავტოპარკიც.  5 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად მერია 255 ათასი ლარს დახარჯავს.

საკრებულოს სხდომაზე სულ 13 საკითხი იყო წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში