თურქეთში მყოფი ჩვენი ფეხბურთელები, კლუბების წევრები და მსაჯები ჯანმრთელად არიან - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

06 თებერვალი 2023, 22:46 512 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თურქეთში დატრიალებული უმძიმესი მოვლენების შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები და იქ შეკრებაზე მყოფი ქართული კლუბების წევრები უსაფრთხოდ არიან.

"საზარელი ტრაგედია დატრიალდა მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იზიარებს თურქი ხალხის გულისტკივილს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირზეა თურქეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჯერად საწვრთნელ პროცესს თურქეთში გადიან. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა.

კიდევ ერთხელ გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ მეზობელი ქვეყნის მთელ მოსახლეობას და კოლეგებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ",– წერია სფფ-ის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში