"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

07 თებერვალი 2023, 12:45 542 ნახვა

ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, გავდივართ ბოიკოტში, მანდატს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის მისაღები, არის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, მანდატის დატოვება არის უკანასკნელი ფორმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, ,,სტრატეგია აღმაშენებელი'' იტოვებს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ,,ქართულ ოცნებასთან'' წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის.

რაც შეეხება მანდატების საკითხებს, ეს არის დროის ამბავი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე და არა კომფორტის შექმნას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში