BBC-ის საგამოძიებო ფილმი - შეფასებები

04 დეკემბერი 2025, 17:39 102 ნახვა

„ბიბისის“ საგამოძიებო ფილმი უკვე მეოთხე დღეა სამართლებრივი და  პოლიტიკური შეფასებების თემაა. სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გამოკითხეს ისინი, ვინც ამ ფილმში მონაწილეობდნენ.

მათ შორის არიან ექიმები მამა-შვილი ჩახუნაშვილები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ის დემონსტრანტები, რომლებიც აქციების დაშლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებსა და სამედიცინო კვლევებში მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბიბისისთვის ე.წ. კამიტის გამოყენებაზე ინფორმაცია თავად არ მიუწოდებიათ.

ცნობილია, რომ საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებაზე ხელისუფლება მიმართავს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და შემდეგ გადაწყვეტს, იჩივლებს თუ არა საერთაშორისო სასამართლოში.

ფრაქცია „საქართველოსთვის“  კი BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში