სწავლის შეწყვეტის მიზეზები - კვლევა

22 თებერვალი 2023, 14:21 785 ნახვა

2021-2022 წელს 3 ათას 330 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო, 54%-ით მეტმა, ვიდრე წინა წელს. სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკის გავლენაზე სტატისტიკური ანალიზი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ მოამზადა.

კვლევის მიხედვით, მოსწავლის მიერ სტატუსის შეჩერების დინამიკა 2013 წლიდან შემცირებულია, თუმცა მკვეთრად გაზრდილია 2021-22 წლებში.

ძირითადი მიზეზი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება და მშობლის განცხადებაა. ცხრაწლიან ჭრილში, განსაკუთრებით მომატებულია სწავლის შეწყვეტის შემთხვევები დაწყებით კლასებში.  

საშუალო საფეხურზე კი პირიქით, სკოლიდან გასვლის შემთხვევები ნაკლებია, რასაც განათლების სპეციალისტები დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმების რეფორმას უკავშირებენ.

მათივე აზრით, შესაძლებელია საატესტატო გამოცდების გაუქმებამ პროფესიულ განათლებაში გადამსვლელთა რაოდენობაც შეამცირა, რადგან ანგარიშის მიხედვით, საშუალო საფეხურის ინტეგრირებული  პროფესიული პროგრამის ამუშავების რეფორმას, პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის ასაკის სტუდენტების მკვეთრი მატება არ მოჰყოლია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში