ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

22 თებერვალი 2023, 14:50 806 ნახვა

საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ამ წუთებში  ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილ მძევლებს,    ბანკის თანამშრომლებს უსმენენ.  მოწმეებმა გაიხსენეს  შეიარაღებული პირის შენობაში შეჭრის მომენტები, რასაც მათი მძევლად აყვანა მოჰყვა, შემდეგ  როგორ დაიწყო სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები და როგორ წაიღო თანხა მძარცველმა ბანკიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.     

ერთ-ერთმა  მოწმემ   განაცხადა,  რომ შეიარაღებული პირი არა ბანკს, არამედ  სახელმწიფოს სთხოვდა გამოსასყიდს, რის სანაცვლოდაც მძევლებს გაათავისუფლებდა.  დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდება ცდილობს  ამ ჩვენებებით  ტერორიზმის  მუხლით გაასამართლონ ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია.

კითხვაზე - იცნეს თუ არა მოწმეებმა  ბრალდებული ბადრი ესებუა,  გამოკითხული მოწმეები პასუხობენ რომ    მისი  იდენტიფიცირება   მათ არ  შეუძლიათ.  

თავად ბრალდებულს მძევლებთან კითხვები არ ჰქონია, თუმცა  პროკურორებს მიმართა, რომ მოწმეებს ემოციურად ნუ დაამძიმებენ.  მოსამართლის გადაწყვეტილებით ბადრი ესებუას ხმის და სუნის ნიმუშებს აუღებენ, ასევე ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა  და 20 დღით მას შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში