ხანძარი ინდონეზიაში - დაიღუპა 17 ადამიანი

04 მარტი 2023, 10:12 409 ნახვა

ინდონეზიაში, ჩრდილოეთ ჯაკარტაში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

საცავი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დამწვარია საცხოვრებელი სახლები.

ადგილზე სულ მცირე 260 მეხანძრე მუშაობდა, ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში