იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიღო. ხვალ კი ისრაელში, ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა. ვაშინგტონმა გაზარდა ზეწოლა ჰამასზე მისი განიარაღების მიზნით.
დონალდ ტრამპი ცდილობს დამანგრეველი კონფლიქტის დასრულების განმტკიცებას. ვენსმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მოსალოდნელზე უკეთესად მიმდინარეობს, თუმცა ჰამასი გააფრთხილა, რომ განადგურდება, თუ არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს. ისრაელმა და ჰამასმა ზავის ძალაში შესვლიდან 11 დღის შემდეგ ერთმანეთი განმეორებით დარღვევაში დაადანაშაულეს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან სულ მცირე 87 პალესტინელი მოკლა, ხოლო შაბათ-კვირას სამხრეთ ღაზაში ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე