ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობს

10 მარტი 2023, 11:13 481 ნახვა

ვროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მორიგი თავდასხმა, მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობასა და ენერგოსისტემაზე ომის დანაშაულია.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა მას შემდეგ, რაც მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ცნობისთვის, რუსეთის მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა 9 მარტს მოხდა, ოკუპანტმა 81 ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა გამოიყენა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში