საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება. შეხვედრის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ავრცელებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            