ლანა გალდავას ბრიფინგი და პარლამენტის აპარატის განცხადება

15 მარტი 2023, 14:01 573 ნახვა

ფრაქცია ''ლელოს'' ინფორმაციით,  პარლამენტის აპარატის წევრებმა დეპუტატებს ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი სახელწოდებით "ლუციფერის მხილება" დაურიგეს,  რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლანა გალდავას ინფორმაციით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, შეერთებული შტატების კრიტიკას ემსახურება და ზუსტად იმეორებს ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს.    

ლელოს საპარლამენტო მდივნის თქმით, წიგნი პარლამენტში  დიდი ტირაჟით არის შეტანილი და  გამომცემელი მითითებული არ არის. 

პარლამენტის აპარატმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ  წიგნების დარიგება მათი ინიციატივა არ არის, და რომ  ეს  მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის, ანუ ავტორის სურვილი  და გადაწყვეტილება იყო.    

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში