დასაქმების ფორუმი

17 მარტი 2023, 11:20 600 ნახვა

დასაქმდი ბათუმის აეროპორტში - აეროპორტში მუშაობით დაინტერესებული პირებისთვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი  კომპანია „ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ატარებს.

ღია კარის დღეზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ინფორმაცია მიიღონ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და  გაესაუბრონ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს.

ტავ ჯორჯიას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში