12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი

17 მარტი 2023, 19:25 487 ნახვა

ევროპული დავალებების დროულად  შესრულებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაში.  მიაჩნიათ, რომ 12 პუნქტის შესრულება პარლამენტისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ეს მათი თქმით, დაადასტურა მიმდინარე საკომიტეტო კვირამაც. ,,ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - სასამართლო ხელისუფლების რეალური რეფორმირების საკითხზე ითრევს ფეხს -მიაჩნია ალეკო ელისაშვილს.„ლელო“ კი  "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს  განიხილოს მათ მიერ საშემოდგომო სესიაზე ინიცირებული სასამართლოს სისტემის შესახებ  კანონპროექტი. ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას უმრავლესობა შეგნებულად აფერხებს. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში