საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია

24 მარტი 2023, 01:15 595 ნახვა

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს;

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბერბოკი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში