,,საჩუქარი აჭარის მუნიციპალიტეტებს’’ - თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება ხელვაჩაურში

24 მარტი 2023, 14:20 471 ნახვა

„საიდანაც მზე ამოდის“ - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ჩვენება იყო ხელვაჩაურში. ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი, რომელიც ახალგაზრდა წყვილის თანაცხოვრების ფონზე მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურებს უკვე ნახეს მაღალმთიან აჭარაში.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მალე მას უჩვენებენ ქობულეთში.

სპექტაკლი „საიდანაც მზე ამოდის“ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოზარდებისთვის ბათუმის თოჯინების თეატრის საჩუქარია და დასწრება უფასოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი