უარი გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას

25 მარტი 2023, 10:49 472 ნახვა

ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია.

თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები "ფლირტი იყო".

სტიპენდიანტის და  თვლის, რომ ძალადობაში მხილებულ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება, გასცეს თავისი სახელით მარო მაყაშვილის სტიპენდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში