ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მარტი 2023, 10:00 384 ნახვა

ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

"ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია სიმართლის გავრცელება აგრესიის შესახებ. ვისაც შეუძლია, შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელებზე, რომლებმაც გაიარეს ოკუპაცია, დანაკარგები. რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ყველა ერისთვის, რომელსაც ემუქრება რუსული ტირანია. უნდა გავიგოთ, რომ ომის დასრულება წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში