შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან

28 მარტი 2023, 14:18 715 ნახვა
00:00
00:00

საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელთა კონსტრუქციულ მუშაობას.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ასევე ოკუპაციის საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი