ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევა

11 აპრილი 2023, 12:05 637 ნახვა

საჯარო სკოლებში მოსწავლეების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა გრძელდება. ანალიზებს ამ ეტაპზე  ქობულეთის საჯარო სკოლებში ატარებენ. 

როგორც ცნობილია, კვლევების მიხედვით, საქართველოს მაშტაბით, აჭარის რეგიონში მცხოვრებლებში სისხლში ტყვიის შემცველობა საკმაოდ მაღალია.  პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მესამე წელია ახორციელებს და ეხება ნულიდან  14 წლამდე  მოზარდებს.  

შარშან სისხლში ტყვიის განსაზღვრის  მიზნით აჭარაში   17 ათას 289 კვლევა ჩაუტარდა 13 ათას 87 ბენეფიციარს.  პირველადი კვლევა ჩაუტარდა  ორსულებსა  და ლაქტაციის პერიოდში მყოფ  ქალებს, გასული წლის მონაცემებით, 7-14 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის დონე მაღალი მაჩვენებელი გამოკვლეულთა 25, 9%-ს ჰქონდა, ნორმის ფარგლებში კი ბენეფიციართა 33%-ს.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში