რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო წვრთნების შესახებ ანგარიში ჩააბარა. შოიგუს უწყებამ წვრთნების ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
წყნარ ოკეანეში სამხედრო მანევრები მტრის საზღვაო ძალების წინააღმდეგ იმიტირებულ დარტყმებს მოიცავს. პუტინს მოახსენეს, რომ მოულოდნელმა შემოწმებამ აჩვენა, რომ წყნარი ოკეანის ფლოტი, რომელიც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია ბაზირებული, მზადყოფნის მაღალ დონეზეა.
წვრთნები ჩინეთის თავდაცვის მინისტრის ლი შანფუს მოსკოვში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.